მარტივად შეავსეთ განაცხადი ჩვენს ვებ-გვერდზე. შეიყვანეთ თქვენი რეისის მონაცემები, პრობლემების დეტალები და გაიგეთ რა მოცულობის კომპენსაცია გეკუთვნით. განაცხადის შევსება სრულიად უფასოა. მისი სტატუსი კი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე განაცხადის უნიკალური ნომრით.
თქვენი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე, გამოცდილი იურისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი სარჩელით მიმართავს ავიახაზს და გაივლის ყველა საჭირო პროცედურას თქვენი კომპენსაციის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ სასამართლოშიც ვიქნებით თქვენი წარმომადგენელი.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კუთვნილი თანხა 2 სამუშაო დღის ვადაში ჩაგერიცხებათ თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე
მომსახურების საკომისიოს გადაიხდით მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. საკომისიო შეადგენს კომპენსაციის თანხის 30%+დღგ.
სარჩელის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენი მომსახურება უფასოა.